მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადამიანის შესახებ. (კრაიონის წიგნებიდან) ნაწილი 2

კრაიონის წიგნები განკუთვნილია მათთვის, ვინც შინაგანად მზად არის გადადგას ახალი ნაბიჯი პირად ევოლუციაში. ისინი მოგვიხმობენ ფიქრისკენ, ასტიმულირებენ გონს. მათში არსებული ინფორმაცია გვეხმარება ადვილად და უმტკივნეულოდ მოვახდინოთ ჩვენში ცვლილებები, გვასწავლის იმას, თუ ვინ ვართ ჩვენ სინამდვილეში, როგორ დავამყაროთ ჩვენში სულიერი სიმშვიდე და როგორ გვიყვარდეს საკუთარი თავი. როდესაც ვაღიარებთ საკუთარ არსს, იმას, რომელიც ვართ ჩვენ სინამდვილეში, ბევრი ჩვენგანი უკვე გრძნობს, რომ ცხოვრებაში არსებობს რაღაც უფრო მეტი, ვიდრე ვიკვებოთ და დავიცვათ თავი დაღუპვისგან.

ადამიანები ყოველთვის ეძებდნენ ღმერთს. ჩვენში მუდმივად ხდება ცნობიერების თანდათანობითი ზრდა. ჩვენ მივისწრაფით სულში სიმშვიდის დამკვიდრებისკენ. ამ პროცესს დიდად უწყობს ხელს სიყვარულის ძალა.

დედამიწაზე ჩვენ ყველანი გავდივართ გაკვეთილს, რათა განვვითარდეთ და გავზარდოთ მთლიანი ვიბრაცია. სწავლის პროცესში გამოვლენილი მისწრაფება შობს იმ მნიშვნელოვან ენერგიას, რომელიც გარდაქმნის და გააქრობს ნეგატიურობას ჩვენში, გარემოსა და სამყაროში. ნეგატიურობა ნიშნავს გასხივოსნების არარსებობას (ისევე, როგორც სიბნელე – სინათლის არარსებობაა. ავტ.). თავის ამარა დატოვებული ნეგატიურობა იზრდება, და იზრდება იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად ის ადამიანები არ იქნებიან, რომლებიც გადიან გაკვეთილს და იზრდებიან. სწორედ მათი ძალისხმევა ამ მიმართულებით ქმნის ენერგიას, რომელიც საჭიროა რათა პლანეტარული ცნობიერების ვიბრაცია გადაყვანილ იქნეს მის მაქსიმალურ მიღწევად დონემდე.

ორი საუკუნის წინ ჩვენ დავიმსახურეთ ძღვენი – უზენაესის სრული გაბრწყინებული ნაწილაკის მუდმივად ჩვენში ტარების – და შევუდექით ჩვენი, როგორც დედამიწაზე გასხივოსნებული არსებების თვითგამოხატვის პროცესს.

გასხივოსნებული ადამიანი სინათლის მსახურია. მათი მიზანია პლანეტარული ვიბრაციის ინტენსიფიკაცია. ყველას შეუძლია უთხრას საკუთარ თავს: მე შემიძლია მოვეხმარო ჩემს თავს, თუ ხელს მოვკიდებ ამაზე მუშაობას.

მანამ, სანამ გადავალთ სერიოზული ამოცანების შესრულებაზე. საჭიროა მივხედოთ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაკლოვანებებს. აუცილებელია ყურადღების მოკრება, რათა აღვადგინოთ სიმშვიდე და ბალანსი. ეს მუდმივად თან უნდა სდევდეს გაბრწყინების პროცესს. საჭიროა შევწყვიტოთ საკუთარი ნეგატიური გრიგალური ძაბრების შექმნა ჩვენს გარემოში. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა შესაბამისი რეაქციებით ჩვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებსა და სხვა ადამიანების შეუსაბამო მოქმედებებზე. კარგი იქნება მივაღწიოთ იმას, რომ ამაზე არ გვქონდეს ემოციური რეაგირება. ასევე მოვიქცეთ ჩვენს გარემოცვაში მყოფი კოლეგებისა და სხვა ადამიანების მხრიდან მოყენებული ტკივილისა და შეურაცხყოფის მიღების შემთხვევაში.

ვაკონტროლოთ საკუთარი თავი, შემოვიტანოთ სიმშვიდე საკუთარ ცხოვრებაში და მშვიდად ვაკეთოთ ჩვენი საქმე. ამის შესწავლით და ცხოვრებაში გამოყენებით ჩვენ მნიშვნელოვნად ვაძლიერებთ საკუთარ ძალებს. მყარად ავითვისოთ ის ჭეშმარიტება, რომ სიყვარული ყველაზე ძლევამოსილი ძალაა სამყაროში. იგი აცემენტებს ჩვენს მსოფლმხედველობას და ენერგიის წყაროს წარმოადგენს.

ხილულსა და უხილავ სამყაროებს შორის არსებობს ფარდა. მომსახურე არსებების რაოდენობა ფარდის იქით გაცილებით აღემატება ფარდის აქეთ გაკვეთილების მისაღებად მყოფი ადამიანების რიცხვს. ჩვენ გვიჭირს მსჯელობის დონეზე იმის გაგება, თუ რა ხდება ფარდის მიღმა. არსებობს ამის გაგების დაწყების მხოლოდ ერთადერთი გზა: ჩვენი ბიოლოგიისა და სულიერების ურთიერთგაწონასწორება. ამგვარი ბალანსია სწორედ ის, რასაც ეწოდება „გაბრწყინება“, „გამთლიანება“. ეს ხდება ცნობიერების დონეზე.

იცხოვრო პლანეტაზე ბიოლოგიურ სხეულში ნიშნავს გაიარო მრავალი გამოცდა, მიიღო ბევრი ჭრილობა, იგრძნო ტკივილი და სიხარული. ჩვენ ნებაყოფლობით წამოვედით ამაზე, როდესაც ვიმყოფებოდით ფარდის მიღმა. ყველანი ვიდექით რიგში იმისთვის, რომ აღმოვჩენილიყავით დედამიწაზე. მოვედით აქ გარკვეული კონტრაქტით, თითოეული თავისი ამოცანებით, საკუთარი კარმით.

ყოველი ინკარნაცია – სუფთა ფურცელია, რომელზედაც აღნიშნულია კარმა და სხვადასხვა კარებები მოქმედებისათვის. კაცობრიობამ გამოიარა მრავალი სწორი კარი და ამან მიგვიყვანა მთლიანის ამაღლებამდე. ჩვენ გვქონდა ჩავარდნის რამდენიმე შესაძლებლობა, მაგრად მშვიდობიანად ავიცდინეთ ეს საშიშროება. დედამიწისთვის დამღუპველი კატასტროფა, რომელიც შეიძლება მომხდარიყო, არ შედგა. (კარგად არის ცნობილი, რომ არსებობდა მრავალი წინასწარმეტყველება ჩვენს პლანეტაზე დამღუპველი კატასტროფების ალბათობაზე).

მეოცე საუკუნის ბოლოს დედამიწაზე 144 000  ადამიანზე მეტმა მიაღწია ამაღლებულის სტატუსს (იგი მოსდევს გაბრწყინებას). ეს საოცარი ძღვენია. ამაღლების პროცესი რთულია. ამ გზაზე გადადგმული ყოველი ნაბიჯი ზრდის ადამიანისა და პლანეტის ვიბრაციულ დონეს. ყველა ვერ გადის ამ გზას მთლიანად, ყველა მის საფეხურს. ამას სჭირდება დიდი დრო და ამ პროცესისადმი ერთგულება.

დედამიწაზე დადგა ახალი ერა. პლანეტამ მიიღო ახალი ენერგია. მისი ერთ-ერთი ასპექტია ე.წ ნეიტრალური იმპლანტი. იგი განწმენდის კატალიზატორია. მისი მიღებისას ყველას ეხსნება საკუთარი პოტენციალი. მაგნიტური იმპლანტი – ეს ახალი ძალაა. იგი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია. მისი გამოყენება შეიძლება ჩვენს გზაზე არსებული დაბრკოლებების მოსაცილებლად, რადგან ისინი ამუხრუჭებენ ჩვენს განვითარებას და სულიერ ზრდას. ეს კი დედამიწაზე ხანგრძლივი ცხოვრების საწინდარია. იმპლანტის მიღების საფუძველია განზრახვა და მოქმედება. ეს უკანასკნელი არის შესაძლებლობების მიმართ სიფხიზლე, მოლოდინები, ნდობა და რწმენა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ იმპლანტის მიღებისგან არაფერს არ ველოდებით, მივიღებთ „არაფერს“. იმპლანტი მოქმედებს ზუსტად და ეხმაურება ჩვენს ყველაზე ფარულ აზრებს.

საჭიროა, რომ ავამოქმედოთ მიღებული ენერგია და არა მხოლოდ დავტკბეთ მისი მზერით. ვინც იმედოვნებს, რომ მიიღებს შედეგს საკმარისი ძალისხმევის გამოყენების გარეშე, გაიჭედება ძველ და ახალ ენერგიებს შორის და ვერ მიიღებს ხარისხს, რომელიც დაიმსახურა ამ ახალ ერაში. მივყვეთ კეთილშობილურ პრინციპს და მაგალითი მივცეთ იმისა, თუ როგორ უნდა მოახდინონ ადამიანებმა თვითორგანიზება, რომ ეს სასარგებლო აღმოჩნდეს უმრავლესობისთვის და ამავე დროს გამოვიჩინოთ მოთმინება უმცირესობისადმი. გამოვიყენოთ მოთმინება იმისთვის, რომ თვითონ დავრჩეთ სუფთა. პატივი მივაგოთ მასწავლებლებს, რომლებიც თვითონ ღებულობენ ინფორმაციას და არასოდეს ვიგრძნოთ თავი სხვაზე ნაკლებად მნიშვნელოვნად. ჩვენ ყველანი ურთიერთდაკავშირებულნი ვართ და ვმოძრაობთ ერთი მიზნისაკენ. ბუნებრივად წარმოშობილ კარმის გაწმენდის პროცესს მივყავართ საგნებზე ბრძნული შეხედულებების შეძენამდე. ჩვენ გაგვაჩნია ნიჭი, რათა შევასრულოთ კონტრაქტი. ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ: მე შევქმნი ჩემში საკუთარი კონტრაქტის შესრულების უნარს, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს ის. მე შევქმნი ჩემში იმის უნარს, რომ ვიპოვო ადგილი ამ პლანეტაზე, რადგან დავთანხმდი აქ ყოფნაზე. ეს იქნებოდა საუკეთესო დასაწყისი.

თანაშემოქმედება გვაძლევს ენერგიას, რათა ჩვენი ხედვის არეალში გამოჩნდნენ სათანადო ნიშნები. შემდეგი მუხლით შემოთავაზებულია ახალი ცოდნის აღმოჩენა და მისი ჩვენ მიერ საკუთარ სამკურნალო მეთოდიკაში გამოყენება. შემდეგ, როდესაც მათი ეფექტურობა დასტურდება პრაქტიკაში, საჭიროა სხვებთან ცოდნის გაზიარება.

არსებობენ არსებები (ჩვეულებრივი ადამიანის თვალისათვის უხილავნი), რომლებიც მთელი ცხოვრება ჩვენს გვერდით იმყოფებიან და ჩვენი საუკეთესო მეგობრები არიან. მათ სურთ, რომ ჩვენ ვნახოთ ისინი, ვაღიაროთ და დავიწყოთ საკუთარი დუალობის ჩაწვდომა. იგი ხელს გვიშლის ერთმანეთის დანახვაში იმ რეალობაში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. მათ სურთ, რომ ჩვენ დავიწყოთ იმის განხორციელება, რისთვისაც აქ ვართ მოსული.

როდესაც ჩვენ შეგნებულად თავს ვარიდებთ ჩვენი კონტრაქტის შესრულებას, ვიქმნით ახალ, მძიმე კარმას. ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ ღმერთს ამ საქმეში დახმარების თხოვნით. ნებისმიერი არსება, რომელიც ევედრება ღმერთის ძალას, იღებს ამ ღვთიური სიყვარულის წყაროდან ძალასა და დახმარებას. იგი ზუსტია და სათანადოდ პასუხობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი გვიპასუხებს ვედრების შესაბამისად უნიკალური კორექტულობით. გასხივოსნებული დაბალანსებული პიროვნებები ზედმიწევნით კარგად ევედრებიან და აფოკუსირებენ ღვთიურში სიყვარულის წყაროს. ისინი ყოველთვის წარმოადგენენ სუფთა არხებს ფარდის გასარღვევად. (სხვა შემთხვევაში ფარდა ბნელია და წინააღმდეგობრივი). ისინი იყენებენ სიყვარულს როგორც მთელი თავისი სიცოცხლის ფუძეს. მათი გულწრფელი სიყვარული სამყაროსადმი და ირგვლივ მყოფი „ყველასადმი“, შემწყნარებლობა სხვების საქმიანობისა და მათი კარმისადმი იყო და არის გასაღები საკუთარი თავის ბალანსირებისაკენ. მხოლოდ საკუთარი ჭეშმარიტი ბუნების თვითრეალიზაციის შედეგად აღიზრდება ჩვენში სრულყოფილი სიმშვიდე, როდესაც შეუცნობლის პირისპირ დგომისას არ ვიგრძნობთ შიშს.

მრავალი ადამიანისთვის ბედნიერება არის მშვიდად ყოფნა. ყველაფერი თავისუფალი და გაწონასწორებული უნდა იყოს, რათა შევძლოთ და სათანადოდ აღვიქვათ ის გრანდიოზულობის გრძნობა, რომელიც დაგვეუფლება ჩვენში ღმერთის ნაწილაკის არსებობის გაცნობიერებისას. აღუშფოთველობა გვეხმარება ადვილად გავუმკლავდეთ სხვადასხვა არასასურველ სიტუაციებს.

ადამიანისთვის სასარგებლოა იცოდეს, რომ არ არსებობს გონივრული ლოგიკა ყველა „პარანორმალურისა“ და „მეტაფიზიკურის“ მიმართ სკეპტიკურ დამოკიდებულებაში.

თანამედროვე სამყაროში ყველას ეძლევა ნება იყოს მდიდარი, თუმცა მომხვეჭველობისკენ მისწრაფება განაყენებს საგნების სულიერი მხარისგან. იმისათვის, რომ ვიყოთ გასხივოსნებული და ამავე დროს ვფლობდეთ მიწიერ სიმდიდრეს, საჭიროა სულიერები თვისებების იშვიათი შეხამება – იყო ერთდროულად გაწონასწორებული და ამაღლებული ადამიანი.

კურთხეულია ის, ვინც მოიპოვა ღმერთი და ამავდროულად ფლობს სიმდიდრეს!

ყველასათვის არის აუცილებელი დაადგინოს, რაში მდგომარეობს მისი მისია – მიჰყვეს ინტუიციას, ჰქონდეს გამბედაობა, გადალახოს ყველანაირი შიში და გაუბედაობა. მყარად იაროს გასხივოსნების გზით (აღსანიშნავია, რომ გაეროში არსებობს გასხივოსნებისა და ტრანსფორმაციის საზოგადოება). რაც უფრო მეტად ვგავართ იმ არსს, რომელიც სინამდვილეში ვართ, მით უფრო იუმორისტული ხდება ჩვენი შეხედულებები ყველაფერზე, რაც ხდება. მხოლოდ უმაღლესი არსებები, რომლებიც გადიან რიგით გაკვეთილს დედამიწაზე, დაჯილდოვებული არიან იუმორის დიდი გრძნობით.

როდესაც ადამიანში ძლიერია დუალობა, იგი არ იძლევა საშუალებას ვნახოთ ღვთიური „მე“, რომელიც ბუდობს ჩვენში. ამას მოვყავართ ცდომილებაში საკუთარი თავის მიმართ და არაბალანსირებულობამდე. ვინც დაბალანსირებულია – ისინი ნეიტრალურები არიან. არაბალანსირებულებს აქვთ პოტენციური მხეცის ნიშანი – „მხეცის მოხაზულობა“. ეს არის ჩვენი უჯრედების ბიოლოგიურ კოდში (დნმ) მაგნიტური ბალანსი. ისინი ატარებენ არაგასხივოსნებულ ენერგიას, რომელიც საწინააღმდეგოა დიადი სიყვარულის გზავნილისა, რომელიც მოხდა იესო ქრისტეს მეშვეობით. შესაძლებელია იმ ძლიერების მთლიანად დაუფლება, რომელიც მისაწვდომია – სიყვარული ენერგიის – და გამოვიყენოთ იგი პლანეტის გამოჯანსაღებისთვის, გარდავქმნათ ნეგატიური პოზიტიურში. ეს მოგვიტანს ბევრი ინდივიდუმის გაწონაწორებას.

ცნობიერებას ძალუძს შეცვალოს ფიზიკური გარემო, პლანეტის იერი და ჩვენი მომავალი. განვუცხადოთ არა ბოროტებას, რომელიც ჩვენ გარს გვახვევია, ვიცხოვროთ სიხარულით, რწმენით, რომ ყველაფერი უკეთესად და არა უარესად იქნება. გვქონდეს ამის მოლოდინი, ვიცხოვროთ ამით, შევქმნათ ეს და პლანეტა გვიპასუხებს სათანადოდ.

Leave a comment