ავტორისაგან

ადამიანი ბუნების საოცარი ქმნილებაა. მაგრამ რისთვის არის იგი შექმნილი? როგორ? რა როლი აქვს მას სამყაროში? კაცობრიობის არსებობის მანძილზე ბევრი ადამიანს უფიქრია ამ და მრავალ სხვა მსგავს საკითხებზე. ადამიანების მიერ გამოთქმულ ნააზრევსა და ეზოთერიულ წყაროებზე დაყრნობით თამამად შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ძლიერი მისწრაფება ცოდნისა და შემეცნების პროცესის მიმართ ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. იგი მის ბუნებაშია ჩადებული და მის დიდ ნაწილს წარმოადგენს. ადამიანისთვის ჭეშმარიტების ძიების და მისი წვდომის პროცესი  უდიდესი სიამოვნებისა და სიხარულის მიმნიჭებელია. ვიმედოვნებ, რომ ქვემოთ მოყვანილი მასალა დაინტერესებულ მკითხველს არაერთ კითხვაზე პასუხის პოვნაში დაეხმარება.