ადამიანის შემადგენლობის და სტრუქტურის შესახებ. (გაგრძელება 3)

ლოგოსის ცნობიერების სხივი ადამიანში ქმნის დამღობ ქსელს (კორდონს) – სავიკალპას. იგი წარმოადგენს ცნობიერების აქტიურ ველს, რომელიც გამოიხატება სინათლის რგოლის სახით. ამ დამღობ ქსელზე, მის განსაზღვრულ წერტილებში (ცენტრებში) – ჩაკრავარდინებში (რომლითგანაც წარმოიშობა ჩაკრამები) მიმაგრებულია ხუთი კარმენდრია – ლოტოსი.

პირველი ჩაკრავარდინი განლაგებულია გავის ძვალთან და წააგავს სპირალისებურ გახვეულ ტორს (ცეცხლოვანს). იოგებმა მას სახელად კუნდალინის გველი უწოდეს. სპირალის შიგნით მოთავსებულია ექვსფურცლიანი შიდა ლოტოსი.

ზურგის ტვინს აქვს სამი არხი: მარჯვენა, რომელშიც მიედინება პინგალას დენი, ცენტრალური -სახელად სუშუმნა და მარცხენა,  რომელიც წარმოქმნის იდას შიდა დინებას. ესენი – უმნიშვნელოვანესი არხებია ადამიანში. სუშუმნა არის მონადის გული (ლინგამა) – სულის ცეცხლოვანი მარცვალი, სულის ცნობიერების სხივი. ხარა – ლოგოსის ცნობიერების სხივია ენერგეტიკულ პლანში და ზურგის ტვინია – ფიზიოლოგიურ პლანში.

იდა და პინგალა მოძრაობენ ქვემოდან ზემოთ მარჯვენა და მარცხენა მუდრების არხებით თავის ქალის გარკვეულ ნაწილამდე, სადაც უხვევენ პერიფერიისაკენ და ქვემოთ. ისინი გადაიკვეთებიან ყელის წნულთან და უბრუნდებიან პირველ მუდრებს. იქ მეორეჯერ გადაიკვეთებიან  და ხელახლა იწყებენ მაღლა მოძრაობას თვითოეული მათგანი თავისი არხით. იდას და პინგალს ფლუიდები პრანით კვებავენ მუდრებს. მუდრები გენერირებენ კვანტურ ველებს, რომლებიც მთელ ორგანიზმში ვრცელდებიან და მის ფარგლებს გარეთაც გადიან. შემდგომ ხელახლა უბრუნდებიან მუდრებს და თან შემოაქვთ ინფორმაცია ორგანიზმის და გარე სამყაროს ატრიბუტების შესახებ.მუდრები უზრუნველყოფენ ყველა ლოტოსს ერთიანი  და საერთო ენერგიით.

ძნელია წარმოვიდგინოთ  ზემოთ ნაწილობრივ აღწერილი, ჩვეულებრივი ადამიანის თვალით უხილავი, ადამიანში არსებული  სტრუქტურების და მექანიზმების მოქმედების გრანდიოზული სურათი. ეს შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ სულიერი ხედვით; და ეს – მხოლოდ მცირედი ნაწილია ყველაფერ იმისა, რაც  არსებობს და მოქმედებს (ან ელის თავის მოქმედებაში ჩართვის ჟამს) ადამიანში. ცხადია, რომ აქ, მხოლოდ ნაწილობრივ აღწერილი ურთულესი სისტემის ბლოკების არსი, არ შეიძლება დატანილ იყოს შემადგენელი ნაწილების  ჯამზე. ისინი – მთლიანი კონსტრუქციებია, რომლებსაც გააჩნიათ გარკვეული შიდა კავშირების  მრავალმნიშვნელოვანი ერთიანობა და გარე ფაქტორებზე (გარემოზე) დამოკიდებულება.

ყველაზე დიდი საშიშროება, რაც  კი შეიძლება ემუქრებოდეს ადამიანის ლოტოს – კარმენდრიებს და ჩაკრამებს (მაშასადამე თვით ადამიანის სიცოცხლეს -მის არსს)  – ეს ფსიქიკური საწამლავია – გვაფრთხილებს  ჩვენ უმაღლესი  არსი. ადამიანი ვერ იქნება ბედნიერი თავის თავში,  როგორც გვიხსნიან ჩვენ „კალაგიაში, თუ იგი გულწრფელად  არ არის საკუთარი თავით კმაყოფილი. კმაყოფილი კი იგი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისახავს თავის წინაშე რაიმე მიზანს და თვითონვე ახორციელებს მას. აგრეთვე შეიძლება არავითარი მიზანი არ დაისახოს და არავითარი ამოცანა არ განახორციელოს, ანუ იყოს ნეტარი. მაგრამ ამდაგვარი რამ ყველას არ მიეცემა. ამისათვის უმეტეს შემთხვევაში პირობებიც კი არ არსებობს. ყველა შემთხვევაში მხოლოდ მიზნის მიღწევას მოაქვს ადამიანისათვის ბედნიერება.

ისეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანი ისახავს მიზანს, მაგრამ მისი განხორციელება მოუწევს სხვას, ორივე რჩება უკმაყოფილო თავისი თავით, ერთმანეთით და მიღებული შრომის ნაყოფით. აგრეთვე ცუდად მოქმედებს ადამიანზე ზეწოლა სხვისი მხრიდან.  შედეგად ამ ყველაფრისა  დაიხვევა ადამიანებში უკმაყოფილების მნიშვნელოვანი ჯამი და მათ მიერ მიღებული ფსიქიური საწამლავის რაოდენობა. როდესაც ეს ჯამი ძალიან დიდი ხდება, იწყება ადამიანის ჰომეოსტაზის დარღვევა. ირღვევა თვითკონტროლი, თვითპასუხისმგებლობა, თვითანალიზი. როგორც ნათქვამია ხალხში: „ნიადაგი ქრება ფეხქვეშ“. იკარგება ფსიქიკური მდგრადობა.  ფეხს იდგავს ტანჯვა და სასოწარკვეთილობა. და ამ დროს ადამიანი გადადგავს ხოლმე საბედისწერო ნაბიჯს – გადაააქვს თავისი თავით  საკუთარ უკმაყოფილებას  ყველა სხვაზე, ვინც დამნაშავეა და არ არის მის გაჭირვებაში დამნაშავე, იგი ხდება შინაგანად უბედური და გარეგნულად ბრაზიანი.

ზემოთ განხილული ეს საწამლავი ამარცხებს მეხუთე ჩაკრამს და ფსიქიური ენერგიის მთელ პლაზმას,  იგი კი – თვით სიცოცხლეა. ადამიანში ფსიქიური საწამლავი წარმოიშობა აგრეთვე სხვადასხვა უბედურებების განცდის შედეგად. ჩაკრამები ვერ უძლებენ ამ მდგომარეობასდა ჭკნებიან თავისი ლოტოს – კარმენდრიებთან ერთად. მათ გააჩნიათ გახსნის და დახურვის,  გაფურჩქნის და გახმობის თვისება  სათანადო ზეგავლენის შედეგად. ეს – მათი განუყოფელი თვისებაა.

იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს, რეკომენდირებულია ადამიანების გაერთიანება საძმოებში  და მათ მიერ საერთო საქმის ნებაყოფლობითი შესრულება. ან და  – სრულიად საწინააღმდეგო მოქმედება –  მარტოობაში ცხოვრება. ითვლება, რომ უკეთესია სრულიად მარტო დარჩე, ვიდრე ფსიქიური საწამლავით  მოიწამლო.

კაცობრიობას ყველაზე უფრო ნაკლები ცოდნა გააჩნია ადამიანის უმშვენიერესი არსებების შესახებ – მონადასა და სულზე, მათი ბუნების, თვისებებისა და ხარისხის შესახებ. უფლებამოსილნი ვართ ვიფიქროთ, რომ მონადა არ წარმოიშვება შემოქმედის მიერ სრული სახით – იგი, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი  რამ სამყაროში ვითარდება, ტრანსფორმირდება, აღწევს სრულყოფას. და იგი  – შედეგია განვითარების უგრძელესი ციკლების უპიროვნულო წარმონაქმნებიდან მოაზროვნე არსებამდე, რომელსაც გააჩნია ინდივიდუალობის თვითშეგნება ევოლუციის უმაღლესი მიზანთან  შესატყვისად –  მატერიას მიანიჭოს გრძნობადობის და ცნობიერების თვისება. ადამიანის სახით წარმოქმნილი მონადა არის დამოუკიდებული  შეგნებული არსებობის ცენტრი. ადამიანის მონადა არის ფაქიზი სამყაროს ადამიანის იდეა (ქრისტიანების გაგებით ციური ანგელოზების).

ცოცხალი არსებების მონადებს გააჩნია  კვანტურობის და  ინდივიდუალური ცნობიერების სხვადასხვა ხარისხი. ამიტომაცაა ასეთი მრავალსახოვანი ცოცხალი არსებების სამყარო, როგორც პლანეტარული, ასევე კოსმიური. ეს დამოკიდებულია  კვანტირების ძალაზე,  მაგრამ ყველა მონადას, მიუხედავად ცოცხალი არსების კლასისა, აქვს ცნობიერების ორი დონე.  დროთა განმავლობაში მას ემატება მესამე დონე. ცნობიერების დონის რაოდენობა ხდება სამი (ორი თავისი გრანულირებული და ერთი უმაღლესი – ლოტოსისგან).

ლოგოსი, ღვთის სიტყვა, ინფორმაციულ – ენერგეტიკული სფეროა, რომელიც განფენილია  მთელ სამყაროში, როგორც ზოგადი წესი და როგორც კერძო შემთხვევა – ლოკალურად  პლანეტარულ სხეულებზე. ლოგოსი არის კოსმოსის ადამიანი. რამდენიც ადამიანური არსებაა სამყაროში, იმდენი ლოგოსია. როგორც უკვე არაერთხელ იყო ნახსენები ადრე გამოქვეყნებულ სტატიებში, მონადის შიგნით არსებობს სულის ცეცხლოვანი მარცვალი, რომელიც იმყოფება მთვლემარე მდგომარეობაში. საჭიროა მისი გაღვიძება. უფრო სწორად რომ ითქვას,  ადამიანი უნდა იქნეს გაღვიძებული  მისი სულის მარცვლის მოქმედებისთვის. (ადამიანს ჯერ – ჯერობით არ ეძლევა კონკრეტული ცოდნა სულის შესახებ. მას მიეცემა  მხოლოდ და  მხოლოდ ზოგიერთი ზოგადი მითითებანი. მის შესახებ საუბარი გვექნება ცალკე – სხვა სტატიაში).

ერთი რამ არის ეჭვგარეშე, რომ ყოველივე ადამიანს ჩვენს პლანეტაზე (ბუნებრივია  სხვა დასახლებულ პლანეტებზეც) სჭირდება, რათა იზრუნოს საკუთარი გონებრივ განვითარებაზე და საკმარისი ცოდნის შეძენაზე იმის თვის, რათა მიხვდეს ერთ დიდ ჭეშმარიტებას: მას მოაქვს დიდი ბოროტება მთელ ქვეყნისათვის და მასში არსებული ყველ არსისათვის, როდესაც იგი არ უწყობს ხელს საკუთარი ძალების განვითარებას – აფერხებს ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესის განვითარებას. ადამიანის ევოლუცია (არა მხოლოდ მისი ფიზიკური სხეულის, არამედ მისი არსისაც), შესაძლებელია მხოლოდ მისი კეთილი ნებით და საკუთრივ მისი სურვილით, მისი მისწრაფებით ევოლუციის აქტისაკენ.

აზროვნება ხელს უწყოფს ფარული ნიჭის გამჟღავნებას. აზრი ამაღლებს ცნობიერებას იმ შემთხვევაში, თუ  აზროვნების პროცესი საყვარელ საქმედ გადაიქცევა. სუფთა აზროვნება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივი ცნება. იგი აგრეთვე წარმოადგენს ძალების რეალურ გაზრდას და გამრავლებას. აზრის პოტენციალი ყველას აქვს მინიჭებული და მინდობილი, მაგრამ იგი შეიძლება გამოყენებული იყოს მეცნიერულად, გონივრულად ან გაიფლანგოს – ყველაფერი არსებულის საზიანოდ. ადამიანს მიცემული აქვს არჩევანის გაკეთების სრული თავისუფლება და იგი მთლიანად იღებს მის სათანადო შედეგს, როგორც პლანეტაზე აწმყოში ცხოვრებისას, ისევე მომავალშიც – სხვა სამყაროებში ყოფნისას.

ოფელია ლომაია